вторник, 3 мая 2011 г.

proeqti



                                         ხელოვნება  IV  კლასი
თემა:  „მოგზაურობა წარსულში’’
მიზანი: ძველი სამყაროს ქვეყნების ხელოვნების ირგვლივ კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის , პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო მასალასთან დაკავშირებული დამატებითი მასალის მოძიებისა და გამოყენების უნარის გამოვლენა.
სამიზნე ჯგუფი: IVკლასი.
              დრო: ერთი კვირა.
მასალები და რესურსები: ისტ. საილუსტრაციო მასალა -ძველი ქვეყნების ხელოვნების     
                                             ნიმუშების ამსახველი ფოტომასალა.ფორმატის  ქაღალდი, ფერადი
                                           ფურცლები, ფანქრები, წებო, მაკრატელი, გუაში, პასტელი.
წინარე ცოდნა:  მოკლე მიმოხილვა ძველი სამყაროს უმნიშვნელოვანესი  ქვეყნების ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის, ჩინეთის  ხელოვნების ნიმუშები და ზოგადი წარმოდგენები.
მსვლელობა;  კლასი იყოფა ორ ჯგუფად.
1.                     Iჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია ძველი საბერძნეთის, რომის  შ ესახებ.
                    IIჯგუფი-ეგვიპტის და ძველი ჩინეთის  ხელოვნების შესახებ.
2.შთაბეჭდილების  გაზიარება.ჯგუფები ისაუბრებენ მოძიებული ინფორმაციის შესახებ,ერთობლივად განსაზღვრავენ  რომელი მათგანის გამოყენებაა შესაზლებელი,შერჩეული კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად გაანაწილონ მათ მიერ მოტანილი  მასალები
3.პრაქტიკული მუშაობა:აპლიკაციების, ნახატების, მოზაიკის ნიმუშების შექმნა.
4.გამოფენის მოწყობა და წარდგენა.

Комментариев нет:

Отправить комментарий