вторник, 3 мая 2011 г.
proeqti
ხელოვნება IV კლასი
თემა: „მოგზაურობა წარსულში’’
მიზანი: ძველი სამყაროს ქვეყნების ხელოვნების ირგვლივ კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის , პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო მასალასთან დაკავშირებული დამატებითი მასალის მოძიებისა და გამოყენების უნარის გამოვლენა.
სამიზნე ჯგუფი: IVკლასი.
დრო: ერთი კვირა.
მასალები და რესურსები: ისტ. საილუსტრაციო მასალა -ძველი ქვეყნების ხელოვნების
ნიმუშების ამსახველი ფოტომასალა.ფორმატის ქაღალდი, ფერადი
ფურცლები, ფანქრები, წებო, მაკრატელი, გუაში, პასტელი.
წინარე ცოდნა: მოკლე მიმოხილვა ძველი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ქვეყნების ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის, ჩინეთის ხელოვნების ნიმუშები და ზოგადი წარმოდგენები.
მსვლელობა; კლასი იყოფა ორ ჯგუფად.
1. Iჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია ძველი საბერძნეთის, რომის შ ესახებ.
IIჯგუფი-ეგვიპტის და ძველი ჩინეთის ხელოვნების შესახებ.
2.შთაბეჭდილების გაზიარება.ჯგუფები ისაუბრებენ მოძიებული ინფორმაციის შესახებ,ერთობლივად განსაზღვრავენ რომელი მათგანის გამოყენებაა შესაზლებელი,შერჩეული კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად გაანაწილონ მათ მიერ მოტანილი მასალები
3.პრაქტიკული მუშაობა:აპლიკაციების, ნახატების, მოზაიკის ნიმუშების შექმნა.
4.გამოფენის მოწყობა და წარდგენა.
sefasebis rublika
ქულები, კრიტერიუმები | 1-5 | 6-7 | 8-10 |
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა | იშვიათად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში | მატნაკლებად აა ჩართული საგაკვეთილო პროცესში | აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, აქვს წაკითხული ტექსტის შეჯამების უნარი. |
გამართული და სწორი მეტყველება | ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. | იცავს მართლმეტყველების ელემენტებს და წესებს, მაგრამ მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს. | სწორად და გამართულად მეტყველებს. იცავს თხრობის თანმიმდევრულობას. |
პრეზენტაცია | არ მონაწილეობს პრეზენტაციის მომზადებაში. | ნაკლებად აქტიურად მონაწილეობს პრეზენტაციის მომზადებაში. | აქტიურად მონაწილეობს ,ასრულებს დავალებებს, წარმოაჩენს ნამუშევარს გამოთქვამს აზრს. |
gakvetilis gegma
გაკვეთილის გეგმა
შემქმნელები xatuna36 — უკანასკნელი ცვლილება 2011-04-30 14:26
გაკვეთილის გეგმა | ფერი და განწყობილება |
სწავლების საფეხური | Iსაფეხური,IVკლასი |
მოსწავლეთა ღაოდენობა | 12 |
განსაკუთრებული საჭიროების მქონე | არცერთი |
გაკვეთილის მიზანი | განწყობილების გამოხატვა ფერის გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოყენებით.ნამუშევრებზე მსჯელობისას სათანადო ტერმინების გამოყენება.პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის, ფანტაზიის არგუმენტირებული მსჯელობისა და საკომუნიკაციო უნარის განვითარება. |
შედეგი ინდიკატორი | ს.გ.IV.4. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებს და იდეებს ნამუშევრებში. -ირჩევს გამომსახველობით ხერხებს , საკუთარი ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად, მონაწილეობს შთაბეჭდილების გაზიარების საკლასო მსჯელობის პროცესში. - მონაწილეობს საკლასო გამოფენის ორგანიზებასა და ნამუშევრების განხილვაში. |
საგანმანათლებლო რესურსები | წიგნი, შემოქმედებითი ალბომი, მუყაოს ქაღალდი, ფერადი ფანქრები, პასტელი , კომპიუტერი. |
გაკვეთილის მსვლელობა | აქტ.1. კომპიუტერის საშუალებით სხვადასხვა ფერწერული ნამუშევრების ჩვენება (10 წთ) აქტ.2.საუბარი სახელმძღვანელოში მოცემული საილუსტრაციო მასალის ირგვლივ.აღნიშნონ როგორი განწყობილებაა შექმნილი თითოეულ ნამუშევრებზე,გავიხსენოთ გამონათქვამები, ლექსები,მოვასმენინებ 2-3 წუთიან სხვადასხვა ჟანრის მუსიკას რომელიც ნახატის განწყობილებასთან არის დაკავშირებული.(10წთ). აქტ.3.პრაქტიკული მუშაობა (15წთ) კლასი იყოფა ორ ჯგუფად. აქტ.4.თითოეული ჯგუფი გააცნობს ნამუშევარს და გამოთქვამენ აზრს.(10წთ) |
Подписаться на:
Сообщения (Atom)